პიკის საათი - მუზეუმის პროგრამა დისტანციური სწავლებისთვის
პიკის საათი - მუზეუმის პროგრამა დისტანციური სწავლებისთვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ონლაინ გაკვეთილებს გთავაზობთ. 19 ოქტომბრიდან შეგიძლიათ მრავალფეროვანი პროგრამიდან თქვენთვის საინტერესო თემა აირჩიოთ და ლექციას Zoom-ის პლატფორმაზე დაესწროთ. პროგრამის ფარგლებში მუზეუმის სპეციალისტები მოგიყვებიან: კავკასიის ბუნების, არქეოლოგიური აღმოჩენების, შუასაუკუნეების ხელოვნების, ტრადიციული სამოსისა და იარაღ-საჭურველის, საბჭოთა ეპოქის, ქართული მხატვრობის და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

რესპონდენტი: დარეჯან ძოწენიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: