პიკის საათი - MoxAdventu პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
პიკის საათი - MoxAdventu პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა, სადაც სოლისტების რანგში მსმენელის წინაშე პიანისტი ანდრო გეგეჭკორი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი წარადგენენ, რომლებმაც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შეასრულეს.

კონცერტზე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის თორნიკე ფოფხაძის ნაწარმოების პრემიერა ორკესტრისა და გუნდის თანხლებით შედგა.

რესპონდენტები: ნიკოლოზ რაჭველი – დირიჟორი; თორნიკე ფოფხაძე – კომპოზიტორი; სანდრო გეგეჭკორი – პიანისტი; ლიზი რამიშვილი– ჩელისტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: