პიკის საათი - მხარდაჭერა სანდრა გადელიას!
პიკის საათი - მხარდაჭერა სანდრა გადელიას!

საბავშვო ევროვიზია 2020-ის მონაწილეების მხარდასაჭერად ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე junioreurovision.tv 27 ნოემბრის 23:00 საათიდან 29 ნოემბრამდე. ხმის მიცემა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

29 ნოემბერს, საბავშვო ევროვიზია 2020-ზე, საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია მეშვიდე ნომრად იმღერებს. საბავშვო ევროვიზია 2020-ის ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 29 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

ჩანაწერში მოისმენთ მარიამ ჩოჩიას სიუჟეტს, თუ როგორ ამხნევებენ სანდრა გადელიას. საბავშვო ევროვიზიის გამოცდილი კონკურსანტები მარიამ კახელიშვილი, თამარ ედილაშვილი, გიორგი როსტიაშვილი, ელენე არაჩაშვილი ( ჯგუფის Fun Kids სოლისტი) მარიამ ღვალაძე ( ჯგუფის Candy სოლისტი )

სტუმარი: ნათია მშვენიერაძე – ევროვიზიის დელეგაციის ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: