პიკის საათი - „მიტოვებული სოფელი“ - ქართული ანიმაციური ფილმის საფესტივალო ცხოვრება გრძელდება 
პიკის საათი - „მიტოვებული სოფელი“ - ქართული ანიმაციური ფილმის საფესტივალო ცხოვრება გრძელდება 

ქართულ ანიმაციაში შემოქმედებითი ხედვისა და ხელწერის ახალი ტალღა წამოვიდა, რომელიც საერთაშორისო ინდუსტრიის ყურადღებას იპყრობს. ამის მაგალითად, თუნდაც, მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი ,,მიტოვებული სოფელი“ გამოდგება, რომელიც   პირველად ჰოკაიდოს ფესტივალზე გამოჩნდა და მაშინვე მოიპოვა წარმატება. შემდეგ იყო ჩვენება ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმში და მალევე, პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში,  ნაგანოს ხელოვნების მუზეუმში.

  • ფილმი, რომელშიც მოქმედება 14 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთ კადრში ხდება, სექტემერში ბულგარულ და პოლონურ პრემიერებს მიითვლის; ოქტომბერში კი ოტავას ანიმაციის ფესტივალზე წარსდგება.

სტუმარი: მარიამ კანდელაკი – მხატვარი; პროდიუსერი; ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: