პიკის საათი – მინანქრის სიმპოზიუმი
ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. ღონისძიება ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ ეროვნულ სასახლეში მონაწილეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. თანამედროვე მინანქრის ნიმუშების კოლექციის შექმნის მიზნით კი ნაკეთობები ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცემა.
სტუმარი: მიხეილ ცალქალამანიძე – ეროვნული სასახლის დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმას“ პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

