პიკის საათი - „მინანქარს დიდი ენერგია აქვს“
პიკის საათი - „მინანქარს დიდი ენერგია აქვს“

მაკა გურაშვილი 15 წელია მინანქარზე მუშაობს და ერთი დღეც კი ვერ წარმოუდგენია ამ საქმის გარეშე.

„ნებისმიერი შემოქმედისთვის ინდივიდუალიზმი გადამწყვეტია. მეც სულ ძიებაში ვარ. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ოქრომჭედლებთან ერთად შექმნილი ზოგიერთი ნამუშევარი მართლაც სამუზეუმო ექსპონატია“მაკა გურაშვილი.

უკრაინასთან მჭიდრო შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობის გამო, ბოლო ოთხი თვე განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა მისთვის. ამიტომ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს მისთვის ყველაზე ძვირფასს, დროს უთმობს და უფასო მასტერკლასებით ცდილობს ცოტა ხნით მაინც განარიდოს ისინი მძიმე რეალობას.

სტუმარი: მაკა გურაშვილი – მინანქრის ოსტატი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: