პიკის საათი - მიხეილ თუმანიშვილი 100
პიკის საათი - მიხეილ თუმანიშვილი 100

მასზე ამბობენ:

„60 წლის ასაკში თვისობრივად სრულიად ახალი თეატრი დააარსა. ეს იყო 22-ე საუკუნის რეჟისურა“ .

„მისი თეატრში სიარული  არ იყო მხოლოდ სამსახურში სიარული, ეს იყო მისიონერული მსვლელობა“.

თავად ამბობდა: „ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულს, სიყვარულს და კიდევ სიყვარულს“.

ეს იყო რეჟისორი, რომელიც წერდა წიგნებს, ქმნიდა საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლებს და იყო შეუდარებელი პედაგოგი. მიხეილ თუმანიშვილმა დიდხანს იმუშავა რუსთაველის თეატრში, 1978 წელს კი თავის სტუდენტებთან ერთად, მისთვის იდეალური თეატრის შექმნა დაიწყო, რომელსაც მალე კინომსახიობთა თეატრი, ხოლო რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ (1996 წელს) მიხეილ თუმანიშვილის სახელი უწოდეს.

რესპონდენტები: ქეთი დოლიძე, ზურა ყიფშიძე, რუსუდან ბოლქვაძე, გია აბესალაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე.

ჩანაწერში გამოყენებული საარქივე მასალა, რომელიც 71 წლის რეჟისორის მუშაობას ასახავს უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარზე,“ თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილმა მოგვაწოდა.

ავტორები: ეკა ტალახაძე და ელენე ტუშური.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: