პიკის საათი - მიხეილ კობახიძე 80 წლისაა
პიკის საათი - მიხეილ კობახიძე 80 წლისაა

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლისაა. საბჭოთა ეპოქაში განსხვავებული სახელოვნებო უნარებისა და ესთეტიკის მქონე ხელოვანი რეჟიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად მან კინოშედევრების შექმნა ჯერ კიდევ საბჭოთა ცენზურის პირობებში შეძლო. 1996 წლიდან მიხეილ კობახიძე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

2019 წლის მარტში, თბილისში, მიხეილ კობახიძეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „დაკარგული „რვანახევარი ჩვენება შედგა. ფილმის რეჟისორები არიან ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი.

სატელეფონო ჩართვა საფრანგეთიდან: ლაშა ოთხმეზური – რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა „დაკარგული „რვანახევარი“.

ჟურნალისტი ეკა ტალახაძე წარადგენს ფრაგმენტებს ინტერვიუდან მიხეილ კობახიძესთან, რომელიც 2009 წელს შედგა „ხაზის რადიოს“ პირდაპირ ეთერში.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

 

დატოვე კომენტარი