პიკის საათი - მედია პლატფორმა SPEECH  
პიკის საათი - მედია პლატფორმა SPEECH  

მედია პლატფორმა SPEECH (სფიჩი) ნიუ-იორკში ჟურნალისტმა და PR მენეჯერმა სოფიკო ჯაჯანაშვილმა და რეჟისორმა და სინემატოგრაფმა ზურაბ ქათამაძემ 2020 წლის აპრილში დაარსეს. საინფორმაციო პორტალი წარმოადგენს პროფესიონალი, მიზანდასახული და მოტივირებული ადამიანების ტრიბუნას, რომელმაც ფუნქციონირება სოციალური ქსელის Facebook-ის სივრცეში პანდემიის პერიოდში დაიწყო. დამფუძნებლების მიზანია  თავი მოუყარონ მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გამოცდილებას, როგორც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს., რათა მოხდეს უცხოეთში მიღებული ცოდნის გაზიარება და ინვესტირება საქართველოში.

სატელეფონო ჩართვა ნიუ-იორკიდან: სოფიკო ჯაჯანაშვილი – ჟურნალისტი და PR მენეჯერი. ზურაბ ქათამაძე – რეჟისორი და სინემატოგრაფი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: