პიკის საათი - მასწავლებლის წიგნი ,,მე - მასწავლებელი“
პიკის საათი - მასწავლებლის წიგნი ,,მე - მასწავლებელი“

„შენ, რომელმაც ახლა კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდ­ნელი ბედნიერებითა და თავსდატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება სევდიანიც შეიძლება იყოს, მხიარულიც, უცნაურიც, იდუმალიც; რომ ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ; რომ თუ არ დავეცით, ვერ ავდ­გებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია. ნუ დაუმალავ, რომ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში დგება  განსაკუთრებული და მტკივნეული მო­მენტები, როდესაც ცრემლები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, როდესაც სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გვირჩევნია, ვიკრებთ უკანასკნელ ძალებს, უკან ვიბრუნებთ ცრემლებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ. მივდივართ მათთან, რადგან გვახსოვს, რომ ისინი გველოდებიან. იმიტომ, რომ ჩვენ მასწავლებლები ვართ“ (ეს ნაწყვეტი ამონარიდია ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორის მონათხრობიდან).

სწორედ მასწავლებლის პროფესიის იდუმალ, საინტერესო, რთულ და ჯადოსნურ ამბავზეა ეს წიგნი და პირველი მცდელობაა მასწავლებლებმა თავად ისაუბრონ პროფესიაზე, მათ გზაზე ამ პროფესიაში, ისაუბრონ მასწავლებლებზე, ვინც ცხოვრება გაუადვილა, შეუცვალა და მთავარი ღირებულებების შესახებ გაუმხილა – წერს წიგნის რედაქტორი ნატო ინგოროყვა ახალი გამოცემის წინათქმაში.

სტუმრები: ანი კოპალიანი – მოწვეული ლექტორი; ელიზბარ ელიზბარაშვილი – აგრალური უნივერსიტეტის პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

  

დატოვე კომენტარი