პიკის საათი – მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის

12:30, 15.07.2019
-0:00

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება.

სტუმარი: ნინო აბულაძე – თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

სატელეფონო ჩართვა: ნათია ფურცელაძე – სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

მსგავსი