პიკის საათი - კიბო განაჩენი არ არის!
პიკის საათი - კიბო განაჩენი არ არის!

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ყოველ წლიურად მსოფლიოში 2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი. ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით უერთდება ღონისძიებებს.

მისი მიზანია, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ.

რესპონდენტები: თამარ ესაკია – თოდუას კლინიკის კლინიკური ონკოლოგი,

ელენე გოგოუა – კლინიკური ონკოლოგი,

ანა მაზანიშვილი – ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრის H.O.P.E დამფუძნებელი; პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი,

მეგი თედეევი, ხათუნა ჭინჭარაშვილი, თიკა აიწურაძე – პაციენტები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: