პიკის საათი - „ხევსურული მოთხრობები“
პიკის საათი - „ხევსურული მოთხრობები“

ქართველმა  მკითხველმა მხატვრის, მოქანდაკისა და საზოგადო მოღვაწის გოგი ოჩიაურის წიგნი „ხევსურული მოთხრობები“  მიიღო.

ცნობილი ქართველი ფერმწერი გოგი ოჩიაური დაიბადა ფშავში 1927 წელს. ხუთი წლის ასაკში ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მალევე მოუწია მთაში დაბრუნება და 1941 წელს ხევსურეთში, სოფელ ბარისახოს სკოლაში განაგრძო სწავლა. თბილისურ უდარდელობასა და მხიარულებას შეჩვეული ახალგაზრდისთვის მთაში ცხოვრება ორმაგად მკაცრი აღმოჩნდა.

გოგი ოჩიაურის „ხევსურული მოთხრობები“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა, წიგნში მთიელთა ცხოვრება და წეს-ჩვეულებებია ასახული.

სატელეფონო ჩართვა: ხათუნა ოჩიაური – გოგი ოჩიაურის ქალიშვილი