- როგორ წარმოიშვა სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი?
- მარტონი ვართ თუ არა უსასრულო კოსმოსურ სივრცეში?
- როგორ დაიბადა მეცნიერება?
რას გვამცნობენ კოსმოსში გაგზავნილი აპარატები თუ ექსპედიციები? – ამ კითხვებს ისტორიის, ანთროპოლოგიის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და სხვა დარგების მოშველიებით პასუხობს წიგნი, რომელსაც სულაკაურის გამომცემლობა სთავაზობს მკითხველს.
ამერიკელი მეცნიერის, კარლ სეიგანის ეპოქალური ნაშრომი „კოსმოსის“ ქართული გამოცემა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მას სხვა ფოტომასალასთან ერთად თან ერთვის ქართველ ასტროფოტოგრაფთა, დავით დვალის, დიმიტრი გოდერძიშვილის, ლაშა ებიტაშვილის, ლევან ვერძეულის, ბექა მამუკაშვილის, ტბელ აბუსერიძის, ნამუშევრები.
„სეიგანის კვლევებმა მეცნიერება მთელი პლანეტის მასშტაბით შეცვალა. მისი ღვაწლი კაცობრიობის წინაშე განუზომელია“, – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადებაში, რომელიც კარლ სეიგანის სიკვდილის შემდეგ, მისთვის უმაღლესი ჯილდოს მინიჭებისას გავრცელდა.
სატელეფონო ჩართვა: ნოდარ მანჩხაშვილი – მთარგმნელი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
