პიკის საათი - კანდი მერლანის საიუბილეო საღამო
პიკის საათი - კანდი მერლანის საიუბილეო საღამო

10 ნოემბერს 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კანდი მერლანის საიუბილეო საღამო გაიმართება.

სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელმა, ანსამბლ „რიჰოს“  მთავარმა ქორეოგრაფმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა უძველესი სვანური ცეკვების მოძიებას, აღდგენასა და პოპულარიზაციას. დიდ ხელოვანს იუბილეს მიულოცავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლები. მსმენელის წინაშე წარდგებიან: „რიჰო“, ლელა თათარაიძე, „ერისიონი“, „რუსთავი“, „ბერმუხა“, „ბასიანი“, „ძირიანი“, „დიდგორი“, „შილდა“, „სახიობა“ და მესტიის სალოტბარო სკოლა. ღონისძიება იმართება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ფილფანი – ანსამბლ „რიჰოს“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: