პიკის საათი - „ჯადოსნური ცხოველები“ - ჯოან როულინგის კინოსცენარების ახალი სერია
პიკის საათი - „ჯადოსნური ცხოველები“ - ჯოან როულინგის კინოსცენარების ახალი სერია
  • „ჯადოსნური ცხოველების“ სერიის პირველ წიგნში მკვლევარი და მაგიზოოლოგი ნიუტ სკამანდერი, რომელიც უიშვიათესი, უნიკალური ჯადოსნური ცხოველების აღმოჩენისა და დაცვის სურვილით მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, ნიუ-იორკში ჩადის. ის აქ მხოლოდ რამდენიმე დღით გეგმავს გაჩერებას, მაგრამ თავისი უჩვეულო, მრავალგვარი ჯადოსნური არსებით სავსე ჩემოდანი შემთხვევით მაგლის ჩემოდანში აერევა და ცხოველების ნაწილი ნიუ-იორკის ქუჩებში იფანტება.
  • „ჯადოსნური ცხოველების“ სერიის მეორე ნაწილია „გრინდელვალდის დანაშაულები,“ რომლის მოქმედებაც ძირითადად 1927 წლის პარიზში ვითარდება და გრინდელვალდის აღზევების საწყისი პერიოდის ჯადოქრულ სამყაროზე მოგვითხრობს. ამ სცენარის მთავარი გმირიც ნიუტ სკამანდერია, რომელიც ნიუ-იორკში შეძენილ მეგობრებთან, დებ გოლდშტაინებთან და ჯეიკობ კოვალსკისთან, ერთად კვლავ მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ხვდება.

სტუმარი: ქეთი ყანჩაშვილი – მთარგმნელი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: