პიკის საათი - ისრაელის საელჩო ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
პიკის საათი - ისრაელის საელჩო ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

იუნესკომ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩო, გამომცემლობა „ინტელექტთან“ პარტნიორობით,მოთხრობების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანი ახალგაზრდა მწერლების წახალისება და ახალი სახელების აღმოჩენაა.

„ჩემთვის, დიპლომატად ყოფნა ისეთ ქვეყანაში, სადაც კულტურა განსაკუთრებულ სიმაღლეზეა, დიდი სიამოვნებაა. ქარულ-ებრაული ურთიერთობების 26-საუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ჩვენ ებრაელების საქართველოში ყოფნის მეხსიერებაზე უფრო ვსაუბრობთ. ამიტომ, ურიგო არ იქნება, ასპარეზი ახალგაზრდების კრეატიულ დამოკიდებულებებს დავუთმოთ და მოვისმინოთ რას ფიქრობენ და რას განიცდიან ეს ადამიანები ახლა“ – რან გიდორი.

სტუმრები: რან გიდორი – საქართველოში ისრაელის ელჩი; გვანცა ჯობავა – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი; გამომცემლობა ,,ინტელექტის“ წარმომადგენელი; გოგა ასკურავა – თარჯიმანი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: