პიკის საათი - ინტერნეტიზაცია ფშავ-ხევსურეთში / აზერბაიჯანელი რეპერი საქართველოსთვის / დარიალი
პიკის საათი - ინტერნეტიზაცია ფშავ-ხევსურეთში / აზერბაიჯანელი რეპერი საქართველოსთვის / დარიალი

– ინტერნეტიზაცია ფშავ-ხევსურეთში

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი – 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მცხოვრებით, მათ შორის საზღვრისპირა და ისეთი სოფლებიც, ერთი ადამიანიღა რომ შემორჩა. იმ დასახლებებში, სადაც სატელეფონო კავშირი ამ დრომდე არ არის, ტელეფონით დარეკვა პირველად გახდება შესაძლებელი. Wi-fi ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება დათვიჯვრის და არხოტის უღელტეხილებზეც, ამ მნიშვნელოვან პროექტზე ბარბარე ბენაშვილი ესაუბრება პროექტის მენეჯერს უჩა სეთურს.

– აზერბაიჯანელი რეპერი საქართველოსთვის

ჩვენს ქვეყანაში უკვე არც ისე მარტივია ინტერნეტსივრცეში რამემ გაგაკვირვოს, თუმცა როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს დიდი სიყვარულით უმღერის, ეს ვიდეო მაშინვე ყურადღებას იქცევს.

რესპოდენტი: ელვინ კარუმოღლი – რეპერი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.

– დარიალი

ყოველ ოთხშაბათს, 08:50-ზე, ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე საქართველოს ციხე-ქალაქების ისტორიას გვიყვება.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.