პიკის საათი - „ინტერფეისი“ - გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი აბასთუმანში
პიკის საათი - „ინტერფეისი“ - გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი აბასთუმანში

18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია გლობალურ 48-საათიან ჰაკათონს – NASA Space App Challenge – მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიების მონაწილეები პროექტებს 5 მიმართულების 25 კატეგორიაში შექმნიან ჩვენი პლანეტისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად.

რუბრიკის სტუმრები: ავთანდილ მღებრიშვილი – ილიაუნის ფაბლაბის მენეჯერი; გური ქოიავა – თბილისის სტარტაპბიუროს თანადამფუძნებელი; ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

ავტორი – სოფო გოდუაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: