პიკის საათი - „ინჟინერული ხელოვნების ზეიმი“
პიკის საათი - „ინჟინერული ხელოვნების ზეიმი“

„ოც წელში ამ საძულველი ლითონის სვეტის ჩრდილის გაზრდას სწორედ ისე შევამჩნევთ, როგორც მელნის ლაქას ფურცელზე“ – მაშინ, როცა პარიზის ელიტარული საზოგადოება ასე გამოეხმაურა ეიფელის კოშკის აღმართვას, პარიზში ჩასულმა ნიკო ნიკოლაძემ მას ინჟინერული ხელოვნების ზეიმი“ უწოდა.

ეიფელმა გაუძლო დროსაც და მისი ავტორის სახელიც უკვდავყო. მარტინ ბურბულონის ახალი ფილმი „ეიფელი“ კი კოშკის აგების პროცესზე მოგვითხრობს და გუსტავ ეიფელის ბიოგრაფიის რეჟისორისეულ ხედვას გვთავაზობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის მარტში შედგება.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: