პიკის საათი - „იდენტობა“ - წინარე ანტიკური ხანის უნიკალური ძეგლი ითხვისში
პიკის საათი - „იდენტობა“ - წინარე ანტიკური ხანის უნიკალური ძეგლი ითხვისში

2019 წლის ივლისში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის „ნაქალაქარზე,“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით წარმოებული გათხრების შედეგად, ითხვისის „ნაქალაქარზე“ ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ ვარაუდი დადასტურდა. გამოვლენილია სამფენიანი ნამოსახლარი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიან ელინისტური ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. აღნიშნული სამუშაოების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსაზრება კოლხეთში წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარების ინტენსიურობის თაობაზე. ამ დასახლებას დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ანალოგი არ გააჩნია, რადგან ასეთი სიდიდის მარანი არსად არ არის გამოვლენილი. არქეოლოგიური კომპლექსის ქრონოლოგიის გათვალისწინებით მას არავითარი საერთო არ გააჩნია ითხვისში გასული საუკუნის 60-იან წლებში გათხრილ არქეოლოგიურ ძეგლთან და იგი მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი დასახლებაა.

სტუმრები: დავით ლომიტაშვილი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე,

ზურაბ ბრაგვაძე – ითხვისის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი; კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: