პიკის საათი - „იდენტობა“ - უპრეცედენტო არქეოლოგიური სამუშაოები წმინდა მიწაზე
პიკის საათი - „იდენტობა“ - უპრეცედენტო არქეოლოგიური სამუშაოები წმინდა მიწაზე

ქართულმა მხარემ, ისრაელში, ბირ ელ ყუტის ქართველთა მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების წარმართვის უფლება მიიღო. ამჟამად ტოპო გადაღებებისა და ძეგლის ე.წ. სკანირების პროცესი მიმდინარეობს. ქართველი მეცნიერები ველზე პოლონელ და ებრაელ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ. ექსპედიციას, რომელიც წმინდა მიწის მკვლევარის თამილა მგალობლიშვილის სახელს ატარებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს მხარეს ქართველთა უმნიშვნელოვანესი ნამონასტრალის კვლევისა და კონსერვაციის საშუალება მიეცა. პროცესებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ისრაელში.

სტუმარი: ნიკა ანთიძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: