პიკის საათი - იდეადრომი
პიკის საათი - იდეადრომი

ჩვენს დროში თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება ციფრული სამყარო, ვითარდება ინფორმაციის გაზიარების, გაანალიზების, გაცვლისა და წვდომის ინსტრუმენტები. ეს ცვლილებები კი ახალ-ახალ შესაძლებლობებს უქმნის ნოვატორებსა და სტარტაპერებს.

მედიალაბი გთავაზობთ სტარტაპიდეების კონკურსს, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს − განურჩევლად პროფესიისა თუ ასაკის − ეძლევა საშუალება, შეეჭიდოს გლობალურ პრობლემებს, მიიღოს სტარტაპერობის გამოცდილება და მოიგოს ფულადი პრიზი.

„იდეადრომის“ შერჩეულ მონაწილეებს ჩაგიტარდებათ მედიალაბის ტრენინგები და უორკშოპები, სადაც მენტორები დაგეხმარებიან არჩეული პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის მოძიებასა და ფინალური პრეზენტაციის მომზადებაში, რის შედეგადაც მოწვეული ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო გადაეცემა.

„იდეადრომში“ მონაწილეობა უფასოა.

სატელეფონო ჩართვა: რუსუდან ჩაჩანიძე – მედიალაბის ხელმძღვანელი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: