ბოლო წლებში საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2015 წლიდან ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
„იცოდე ჰეპატიტი არ იცდის!“ -ღონისძიება „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ და პაციენტთა ორგანიზაციების ჩართულობით ღია სივრცეში, მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მობილურ ამბულატორიის საშუალებით ჩაიტაროს სკრინინგი C ჰეპატიტზე, ისევე როგორც B ჰეპატიტზე, აივ/შიდსზე და სიფილისზე.
რესპონდენტი: კოტე რუხაძე – ორგანიზაცია „ახალი ვექტორის” წარმომადგენელი.
წამყვანი: ელენე ტუშური
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
