პიკის საათი - ია ანთაძის „საინტერესო ადამიანები“
პიკის საათი - ია ანთაძის „საინტერესო ადამიანები“

ქეთევან სადღობელაშვილის „აქ, ამ სამყაროში – ინტერვიუების“ შემდეგ, ია ანთაძის „საინტერესო ადამიანები“ გამომცემლობა „სეზანის“ მიერ გამოცემული ინტერვიუების კრებულია.

„წიგნში შევიდა ის 33 ნამუშევარი, რომელსაც უპირატესობა მკითხველმა მიანიჭა. თითოეულ ინტერვიუს, რომელიც წიგნში მოხვდა, უკვე ჰყავს 10 000-ზე მეტი წამკითხველი. ვფიქრობ, ეს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმია, რითიც წიგნისთვის ინტერვიუების შერჩევა შეგვეძლო.
დიდი მადლობა ყველა რესპონდენტს, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგს“ და საქართველოს პირველ არხს ამ წიგნისთვის, რომელიც ჩემი პროფესიული ცხოვრების საუკეთესო დამოწმებად მიმაჩნია“ – ია ანთაძე.

სატელეფონო ჩართვა: ია ანთაძე – ჟურნალისტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი