ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის „იგი“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი პირველყოფილი ადამიანების შესახებ ფიზიკური თეატრის ხერხებით მოგვითხრობს: როგორ გამოეყო ადამიანი ტომის რუტინას, როგორ გააკეთა თავისუფალი არჩევანი, როგორ აღმოაჩინა სიყვარული, როგორ იქცა ინდივიდად, როგორ გაიმართა წელში…
სპექტაკლის რეჟისორის შესარჩევად, 2021 წლის თებერვალში დმანისის თეატრს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი. გამარჯვებული, 27 მარტს, 15 კონკურსანტს შორის, ახალგაზრდა რეჟისორი ანა ცუცქირიძე გამოვლინდა.
- შეგახსენებთ, რომ 1991 წელს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, აფრიკიდან განსახლებული პირველი ჰომო ერექტუსის ნაშთები (ზეზვა და მზია) აღმოაჩინეს.
სატელეფონო ჩართვა: ლაშა ჩხვიმიანი – დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ანუკი ცუცქირიძე – რეჟისორი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტაკლახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
