პიკის საათი - ,,გვიანი არასდროსაა”
პიკის საათი - ,,გვიანი არასდროსაა”

რამდენიმე წლის წინ, მეგობრებმა, ქალაქ წნორში სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ დააფუძნეს, რომლის მიზანი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების სოციალიზაციაა. პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო  ყველაფერი ონლაინ სივრცეში გადაიტანეს და ასე გაჩნდა სალექციო კურსის „გვიანი არასდროსაა“ იდეაც, რომელსაც საქართველოს რეგიონში მცხოვრები 400- მდე 60 წელს გადაცილებული ადამიანი დაესწრო.

რესპონდენტები: ქეთი მოლაშვილი -„ცოდნის კაფეს“ერთ-ერთი დამფუძნებელი;ზაირა ჯალიაშვილი, მარიამ დურგლიშვილი, მანანა ბანძელაძე – სალექციო კურსის მონაწილეები

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: