პიკის საათი - „გურია და გურულები“
პიკის საათი - „გურია და გურულები“

“გურია და გურულები” – ასე ჰქვია  წიგნს, რომელსაც ირაკლი მახარაძე თავის მკითხველს სთავაზობს.

“წიგნში შესული ამბები ეხება გურიას, მის ისტორიას, ეთნოგრაფიას, აქ გაერთიანებულია ის ამბები, რომლებსაც  წლების განმავლობაში ვაგროვებდი. საიდან გაჩნდა  გურიის დასახელება, შუა საუკუნეების და მე-19, მე-20 საუკუნის ის ამბებია  აღწერილი, რაც დაატყდა  საქართველოს და განსაკუთრებით გურიას. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გამოფენაზე ვიყავი და ჩემმა მეგობარმა კახა  თოლორდავამ მითხრა, ბუბასთან მიდი და გურიის შესახებ წიგნის გამოცემის იდეა შესთავაზეო. მეც მივედი და ბუბამ აიტაცა ჩემი წინადადება. ასე გამოვუშვით წიგნი, რომელშიც  150 ამბავია შესული, თუმცა, უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო” – ირაკლი მახარაძე.

სტუმარი: ირაკლი მახარაძე – მწერალი, პუბლიცისტი

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი

გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე