პიკის საათი - გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადა
პიკის საათი - გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადა

2020 წლის 1 მარტს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადაში გამოვლენილი გამარჯვებულები საქართველოს სახელით გერმანიაში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, რომელიც დრეზდენში 2020 წელს 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

სტუმრები: საშა ფაბრი – გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე,

ქეთი ტიბუა – გოეთეს ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი,

ქეთი კალანდაძე – ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, ოლიმპიადის გამარჯვებული.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.