პიკის საათი – გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი

12:46, 16.07.2019
-0:00

ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ორ-სართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა. გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

სატელეფონო ჩართვა: შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული.

  

მსგავსი