პიკის საათი - გიორგი გიგაშვილის მორიგი წარმატება
პიკის საათი - გიორგი გიგაშვილის მორიგი წარმატება

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა, პოლონეთის ქალაქ გდანსკში, პოლონეთის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, წარმატებული კონცერტი გამართა. პიანისტმა ბისზე შეასრულა შოპენის ვალსი და პროკოფიევის სონატის ფინალი.

„მთელი ორკესტრი, პუბლიკა (დარბაზი სავსე იყო), მენეჯმენტი – ყველა აღფრთოვანებულია ამ ბიჭით! გიორგი, დიდი მადლობა ასე რომ გამილამაზე სეზონი და კიდევ ერთი ქართველი არტისტი, შენი სახით, შეაყვარე ჩემს ორკესტრს და პოლონელ მსმენელს!“ – გოგი ჭიჭინაძე.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე – პოლონეთის ფილარმონიის ორკესტრის ( F. Chopin Baltic Philharmonic Orchestra) სამხატვრო ხელმძღვანელი.