პიკის საათი - Georgian-Baltic Bridge ფიჩინგ ფორუმისთვის შერჩეული პროექტები ცნობილია
პიკის საათი - Georgian-Baltic Bridge ფიჩინგ ფორუმისთვის შერჩეული პროექტები ცნობილია

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასპინძლობს. ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყება და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. ფიჩინგ ფორუმში საქართველო, ესტონეთი და ლიეტუვა მონაწილეობს. შერჩეული მონაწილეები ინტენსიურ ტრეინინგებს გაივლიან სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით.

საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

სტუმარი: ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი