პიკის საათი - გაუჩინარებული გიორგი აფხაზის  დღემდე უცნობი იტალიური ბიოგრაფია
პიკის საათი - გაუჩინარებული გიორგი აფხაზის  დღემდე უცნობი იტალიური ბიოგრაფია

2021 წლის 26-28 ნოემბერს, რომში, საგამოფენო სივრცეში Palazzo Velli Expo, გიორგი აფხაზის გამოფენა„Scomparizione“ („გაუჩინარება“) შედგა.

კოტე აფხაზის ძმიშვილის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო ატაშეს, გიორგი აფხაზის შესახებ საქართველოში არსებული ინფორმაცია 1923 წელს წყდებოდა. დღეს უკვე მის შესახებ ბევრი საყურადღებო ფაქტი გახდა ცნობილი.

რატომ იწოდებოდნენ ანჩაბაძეები აფხაზებად?

ვინ იყო გიორგი აფხაზი და როგორ დაუკავშირდა მის სახელს იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III დროს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“?

იტალიური ჟურნალ-გაზეთები, რომის ოპერა, თეატრები, კინოსტუდიები და იტალიური ქალაქების არქიტექტურა – ფრაგმენტები  გიორგი აფხაზის ბიოგრაფიიდან.

სატელეფონო ჩართვა რომიდან: ნენო გაბელია – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგარეო საქმეთა სამონისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“  2018-2019 წლის  გამარჯვებული იტალიის რესპუბლიკაში.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: