პიკის საათი - გარდაიცვალა გიორგი (კახა) კახაბრიშვილი
პიკის საათი - გარდაიცვალა გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

„…ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი გამარჯობას  მეტყოდნენ… აღმოჩნდა, რომ ზოგის მოწაფე ვიყავი, ზოგის ასისტენტი და შემდეგ კოლეგა“ – წერდა გიორგი (კახა) კახაბრიშვილი, რეჟისორი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ სატელევიზიო თეატრში.

სამი ათეული წლის განმავლობაში რეჟისორის საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოს პირველ არხთან. 70- 80-იან წლებში მან სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა განახორციელა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს. ესაა სპექტაკლები „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა.

სატელეფონო ჩართვა: ირმა გურიელი – მსახიობი; რადიოსა და ტელევიზიის დიქტორი: კახა კახაბრიშვილის მეგობარი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: