პიკის საათი - #გაიცანისაქართველო
პიკის საათი - #გაიცანისაქართველო

ქართული ტურისტული პლატფორმა GeorgianTravelGuide.com, შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, სახალისო და შემეცნებით გათამაშებას მართავს. თამაში საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობის გაზრდასა და მოგზაურთა შიდა ტურიზმით დაინტერესებას ისახავს მიზნად. მოგზაურები თამაშში ერთვებიან Georgian Travel Guide-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით და ცდილობენ გამოიცნონ საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტები, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები.

თამაშის პირველი რაუნდი 26 აპრილს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებული 2 მაისს გამოვლინდება.

სტუმარი: დავით მერაბიშვილი – GeorgianTravelGuide.com-ის თანადამფუძნებელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: