პიკის საათი – ,,გაიცანი პანკისი“
გაიცანი პანკისი – გაეცანით ქისტურ კულტურას და მის თავისებურებებს. ისწავლეთ ყველაზე საჭირო ფრაზები ვაინახურ ენაზე, მოირგეთ სამოსი, დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო და თავადაც ისწავლეთ მათი მომზადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქისტური სიმღერის თანხლებით და აუცილებლად პანკისელ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს სტუმრობენ.
სტუმარი: ნინიკო ბოჯგუა – დემოკრატიის ლაბორატორიის დამფუძნებელი; პროექტის ხელმძღვანელი.
