პიკის საათი – ფრანგ ქართველოლოგ ბერნარ უტიეს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოებენ

11:01, 27.05.2021
-0:00

მას შემდეგ რაც ეფრემ ასურის შესახებ შეიტყო, ქართული ენის სწავლის სურვილი გაუჩნდა და, როგორც თავად ამბობს, თვითნასწავლი ქართველოლოგია.

80 წლის ბერნარ უტიე წლებია იკვლევს ძველი ქართული ფილოლოგიის საკითხებს, ბიზანტიურ-ქართული, ქართულ-სომხური, ქართულ-არაბული, ქართულ-სირიული ლიტერატურის ურთიერთობათა პრობლემებს. პარიზის ეროვნულ მუზეუმში უტიემ მიაკვლია და გამოსცა მეშვიდე საუკუნის ხანმეტი ლექციონარის ფრაგმენტები. მანვე გამოაქვეყნა არაერთი ძველი ქართული ტექსტი. 200-მდე წიგნისა და სტატიის ავტორი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრია.

ბერნარ უტიეს ოქროს საწმისის ორდენს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს.

სატელეფონო ჩართვა: ბერნარ უტიე – ფრანგი ქართველოლოგი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი