პიკის საათი - ,,ფრაგმენტები“ - გურამ საღარაძე
პიკის საათი - ,,ფრაგმენტები“ - გურამ საღარაძე

,,რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ!“ – ფრაზა სპექტაკლიდან, რომელიც გურამ საღარაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ზედმიწევნით მიესადაგება.  რუბრიკაში ,,ფრაგმენტები“ მოისმენთ ფრაგმენტს ,,პიკის საათის“ გადაცემიდან, რომელიც მსახიობის დაბადების დღის გამო მომზადდა და რომელიც მსახიობის გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე გავიდა ეთერში.

  • მოისმინეთ როგორ ულოცავს გურამ საღარაძეს ქალიშვილი 84-ე დაბადების დღეს!
  • მოისმინეთ როგორ მოხვდა ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაში ,,გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“ გურამ საღარაძის ხმა!

ჩანაწერი დათარიღებულია 2013 წლის 12 იანვრით და დაცულია ,,პიკის საათის“ არქივში.

ავტორი: ეკა ტალახაძე.