მაშინ, როცა კენიაში ყველა შიშისაგან დუმდა, როცა ხელისუფლება ხალხს ატერორებდა, იყო კორუფცია, იგი ბევრისთვის იქცა სინათლედ სიბნელეში. ყველა ხერხით სცადეს მისი გზიდან ჩამოშორება, არაერთხელ დააპატიმრეს უსაფუძვლო ბრალდებით, უსწორდებოდნენ ფიზიკურადაც (ერთხელ ისე სასტიკად სცემეს, რომ კომაში ჩავარდა…), მაგრამ ვანგარი მაატაი ვერ შეაჩერეს. მისი წყალობით აფრიკის კონტინენტზე 30 მილიონზე მეტი ხე დაირგო. იგი პირველი აფრიკელი ქალია, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში.