პიკის საათი - ფიროსმანის ციფრული გარდერობი
პიკის საათი - ფიროსმანის ციფრული გარდერობი

ნამუშევრები და გრაფიკული დიზაინი ერთმანეთს პროექტის „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ ფარგლებში შეხვდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა მხატვრის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. ფიროსმანის ნახატების მიხედვით, ტანსაცმლის გარდერობის ციფრული ვერსია გრაფიკოსმა დიზაინერმა თათია კობერიძემ შექმნა. „ფიროსმანის გარდერობი“ 24 ილუსტრაციისგან შედგება. თითოეული დეტალი რეალური პერსონაჟების სამოსის მიხედვითაა შექმნილი.

სტუმარი: თათია კობერიძე -იდეის ავტორი.