პიკის საათი - Feedc Edu - ონლაინსწავლების ალტერნატიული პლატფორმა
პიკის საათი - Feedc Edu - ონლაინსწავლების ალტერნატიული პლატფორმა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს. სწორედ ამიტომ შემუშავდა პირველი ქართული  ონლაინსწავლების პლატფორმა – „Feedc Edu“. რა განასხვავებს ამ პროგრამას მსგავსი რესურსებისაგან და ვის ეძლევა მისი მოხმარების საშუალება?

სტუმარი სატელეფონო ჩართვით: ეკა დგებუაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

წამყვანი: ნიკა ლობიოლაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი