პიკის საათი - #ევროვიზია2022 - ელენე კალანდაძე
პიკის საათი - #ევროვიზია2022 - ელენე კალანდაძე

მომღერალი და საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემის წამყვანი, ელენე კალანდაძე ტურინს პირდაპირ ეთერში 14 მაისს ჩაერთვება და ქართველი ჟიურის მიერ დაწერილ ქულებს ევროპას გააცნობს.

ელენე კალანდაძე საქართველოში ჩატარებული საბავშვო ევროვიზია 2017-ის წამყვანი გახლდათ. 2019 წელს იგი უძღვებოდა ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლირებას პირველ არხზე და 2020 წელს, საბავშვო ევროვიზიას. იგი გახლდათ 2010 წლის ევროვიზიაზე, სოფო ნიჟარაძის ერთ-ერთი ბექვოკალისტი.

  • 2022 წლის ევროვიზია იტალიაში 10, 12 და 14 მაისს გაიმართება და მასში 40 ქვეყანა მონაწილეობს.

სატელეფონო ჩართვა: ელენე კალანდაძე – მომღერალი; ტელეწამყვანი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: