პიკის საათი - ეთერ ქემერტელიძე-95
პიკის საათი - ეთერ ქემერტელიძე-95

2021 წლის 23 მარტს 95 წლის გახდა ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეთერ ქემერტელიძე.

69 მონოგრაფიის, 530 სამეცნიერო ნაშრომის, 75 საავტორო მოწმობისა და პატენტის, 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის ავტორი 1997 წელს  ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის „ოქროს ფირფიტით“ დაჯილდოვდა. ეთერ ქემერტელიძე იმავე წელს აღიარეს გამორჩეულ პიროვნებად მცენარეთა ქიმიის მეცნიერების დარგში; დაჯილდოვებულია „საქართველოს 1998 წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკის“ საპატიო ნიშნის მედლით; მიღებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მედალი – XX საუკუნეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის „საუკეთესო პიროვნება“ (2000).  არის თბილისის საპატიო მოქალაქე; საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში; ღირსების ორდენის მფლობელი; პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი; საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე; ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედლის მფლობელი;  საჩხერის საპატიო მოქალაქე.

სატელეფონო ჩართვა: ვლადიმერ ციციშვილი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების  განყოფილების აკადემიკოს მდივანი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: