პიკის საათი - ერთი წელი „ტელესკოლაში“
პიკის საათი - ერთი წელი „ტელესკოლაში“

„ტელესკოლა“ ერთი წლისაა. საგანმანათლებლო ტელეარხი მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს, სხვადასხვა ასაკის მაყურებელს კი მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

არხის ეთერი მოიცავს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებს. გარდა სასკოლო პროგრამისა, „ტელესკოლა“ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო და შემეცნებით კლასგარეშე გაკვეთილებსა და დოკუმენტურ ფილმებს.

„ტელესკოლის“ ეთერი ეთმობა გაკვეთილებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ასევე ჟესტური ენის გაკვეთილებს.

„ტელესკოლამ“, რომელიც განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, 2020 წლის 30 მარტს დაიწყო მაუწყებლობა.

სატელეფონო ჩართვა: თამარ ციციშვილი – ტელესკოლის პროდიუსერი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი