პიკის საათი – ერთი სიმღერის ისტორია
„Caruso“იტალიელმა მუსიკოსმა ლუჩო დალამ 1986 წელს დაწერა და ცნობილი ტენორის ენრიკო კარუზოს ხსოვნას მიუძღვნა. ეს სიმღერა ბევრი ცნობილი საოპერო თუ საესტრადო მომღერლის რეპერტუარში მოხვდა. რამდენიმე დღის წინ, ბერლინში, ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა იგი ნიკოლოზ რაჭველის არანჟირებით შეასრულა და მსმენელში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია