პიკის საათი - ერთი სიმღერის ისტორია
პიკის საათი - ერთი სიმღერის ისტორია

1985 წელს ბრიტანელმა მუსიკოსმა ქეით ბუშმა გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „Hounds of Love“, რომელშიც 12 სიმღერა შევიდა. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართველი მსმენელისთვის გახდა “Hello Earth”, რომელშიც ქართული ხალხური სიმღერის „წინწყაროს“ ფრაგმენტია გამოყენებული. ეს იყო ის ერთ-ერთი სიმღერა, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი უბადლოდ ასრულებდა და ალბათ სიმბოლურია, რომ ბუშის აღნიშნულმა ალბომმა დღის სინათლე სწორედ „საქართველოს ხმად“ წოდებული მომღერლის გარდაცვალების წელს იხილა.

20 ივნისი ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილმა ლოტბარმა, ანზორ ერქომაიშვილმა „პიკის საათს“ უამბო, როგორ დაიწერა სპეციალურად ჰამლეტ გონაშვილისთვის სიმღერა „თუ ასე ტურფა იყავი“

სატელეფონო ჩართვა: ანზორ ერქომაიშვილი – ლოტბარი, ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი