პიკის საათი - ერთადერთი მესა ქართული მუსიკის ისტორიაში
პიკის საათი - ერთადერთი მესა ქართული მუსიკის ისტორიაში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში  ზაქარია ფალიაშვილის „მესას“ წარადგენს. გამოცემა შექმნილია თბილისი კონსერვატორიის კვლევითი მასალებითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატებისა თუ საარქივო მასალის  მიხედვით.

ზაქარია ფალიაშვილის მესა, რომელიც კომპოზიტორმა შემოქმედების ადრეულ წლებში დაწერა, ქართულ მუსიკაში მესის ერთადერთი ნიმუშია.

გამოცემა ეძღვნება ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკომ) 2020-2021 წლების საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის უeზეუმების გაერთიანების დირექტორი

სატელეფონო ჩართვა: ნანა შარიქაძე – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი

 

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: