პიკის საათი - ეროვნული სამოსის ელემენტები თანამედროვე ტანსაცმელში
პიკის საათი - ეროვნული სამოსის ელემენტები თანამედროვე ტანსაცმელში

სამოსი ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც ეროვნული ხასიათის და ცხოვრების წესის საფუძველზე იქმნება. ქართული ეროვნული სამოსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და დროსთან ერთად ცვლილებებს განიცდიდა თუმცა ქართული ორნამენტები, ხელითნაქარგობა და სისადავე აქტუალობას არც ახლა კარგავს.

რესპონდენტები: ნინო ნაჭყეპია – დიზაინერი, ეთერო თათარაიძე – ფოლკლორისტი, შორენა ჯაფარიძე – ქორეოგრაფი, მარიამ ხუცურაული – მწერალი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.