პიკის საათი - ებრაული შირების გამორჩეული შემსრულებელი
პიკის საათი - ებრაული შირების გამორჩეული შემსრულებელი

ბენიამინ ჯანაშვილი განთქმული რაბინი და ხახამი იყო,  როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მან განათლება იერუსალიმში მიიღო, მამის გარდაცვალების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა. წარმოშობით  სურამელი  მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის ებრაულ საზოგადოებას,  გარკვეული პერიოდის შემდეგ კი,სურამში დაბრუნდა. ბენიამინ ჯანაშვილი ებრაული შირების უბადლო შემსრულებელი იყო.

ქართველ ებრაელთა შირები გამოირჩევა მელოდიური ორნამენტიკის სიმდიდრით სპეციფიკური რიტმიკით, რომელშიც სამეტყველო ინტონაციების გავლენა იგრძნობა; მელოდიები გამოირჩევა ემოციურობით, ექსპრესიულობით. ქართველ ებრაელთა საგალობლები – შირები ყველაზე მეტად უახლოვდებიან სეფარდული ტრადიციის თითქმის მივიწყებულ ნიმუშებს.

  • ჩანაწერში მოისმინეთ, მუზეუმში დაცულ ებრაული შირების (სიმღერების, გალობების) ერთ-ერთ უნიკალურ ჩანაწერს რაბი ბენიამინ ჯანაშვილის შესრულებით (ჩაწერილია 1949 წელს).

სტუმრები: იური ცაბარ (დავარაშვილი) – ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ცნობილი რაბინისა და ებრაული რელიგიური სიმღერების შემსრულებლის, ბენიამინ ჯანაშვილის შვილთაშვილი,

სოფო ჯაფარიძე – „საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის“ დირექტორის თანაშემწე, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი,

ნინო ახუაშვილი – „საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის“ ფონდების მცველი, აღმოსავლეთმცოდნე, დოქტორანტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: