პიკის საათი - დუეტი „ლალიმბერტი“ და იტალიურად ამღერებული „კართან მოდგა შემოდგომა“
პიკის საათი - დუეტი „ლალიმბერტი“ და იტალიურად ამღერებული „კართან მოდგა შემოდგომა“

1994 წელს მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა დღეს უკვე შეხმატკბილებული დუეტია.

  • ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი იტალიის ქალაქ პოჯიბონსიდან. უსინათლო იტალიელი მუსიკოსი, რომლის მეხსიერებაც უამრავ საინტერესო ამბავთან და მუსიკასთან ერთად უკვე ქართულ მუსიკასაც ინახავს და თბილისელი ლალი ბურდული, რომელმაც სიმღერა ბევრად ადრე, ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრებისას დაიწყო.
  • მოყვარულები არიან და მცდელობას არ აკლებენ, რომ მსმენელს ასიამოვნონ.
  • ქართულ-იტალიური დუეტი „ლალიმბერტი“ ამჟამად ქართულ ალბომზე მუშაობს, რომელიც 21 სიმღერას გააერთიანებს, მათ შორის დუჩოს მიერ შექმნილ „ქართულ სუიტასაც“.

რესპონდენტები: ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი

ავტორი: ელენე ტუშური

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: